კონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება.
მივესალმებით MEGOBARI Act-ის ახალ მხარდამჭერებს: საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს – დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერს", - აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
The U.S. takes its friendship with Georgia's people seriously & momentum for the #MEGOBARI Act in Congress is growing.
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 6, 2024
Today, we welcome new co-sponsorships from #Georgia Caucus Co-Chairs @AustinScottGA08 & @GerryConnolly alongside @RepDonBacon @RepLloydDoggett @RepMikeLawler.