კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი მარკ ვისი კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვის დაწყებამდე აღნიშნავს, რომ აშშ ქართველ ხალხთან ერთად წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ძლიერ მეგობრობას, რისი გამოხატულებაც არის „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.
“შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს: ვგლოვობდით ერთად, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და ვიბრძოდით ერთმანეთის გვერდით.
MEGOBARI Act ამ ხანგრძლივი კავშირის გამოხატულებაა და ხაზს უსვამს, რომ კონგრესი საქართველოს დემოკრატიის დასაცავად იმოქმედებს, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას მომავლისთვის”, - ნათქვამია კომისიონერი ვისის განცხადებაში, რომელსაც X-ზე ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
Reflecting on the U.S. & Georgia’s friendship, @RepVeasey says, “The #MEGOBARI Act is an expression of that continued alliance and underscores that Congress will act to defend Georgia’s democracy to highlight a better path forward.” pic.twitter.com/rocqtFWU1p
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 4, 2024