ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია, ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები და განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი.
"საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი განხორციელება, მიუხედავად ქართველი ხალხის აბსოლუტურად მკაფიო ნებისა, გამიზნულია, როგორც საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკურ მომავალზე.
ეს სისუსტის მანიშნებელია, რადგან თავისუფალი ხალხის სადამსჯელო იძულების მცდელობას შედეგები მოჰყვება. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია, ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები და განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო. ჩვენ კონგრესში მოუთმენლად ველით „MEGOBARI Act-ის“ წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის.
შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას ქართველთა თაობების შესრულებული სამუშაო თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.