ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ექს-მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ Reuters წერს.

მათ ღაზას სექტორში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს ედავებიან.

კერძოდ, როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, "არსებობს გონივრული საფუძვლები იმის სათქმელად, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა გამიზნულად და შეგნებულად დატოვეს ღაზას სამოქალაქო მოსახლეობა გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების, მათ შორის სურსათის, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე".