ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ძვირფასო დონალდ და მელანია, გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას!

თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში გვთავაზობს ახალ დასაწყისს ამერიკისთვის და ვალდებულებას – ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის.

ეს დიდი გამარჯვებაა.

თქვენი ნამდვილი მეგობრები, ბენიამინ და სარა ნეთანიაჰუები", – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.