აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაბლოკა.
დაუყოვნებელი ჰუმანიტარული დაზავების შესახებ რეზოლუციას კენჭისყრის დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა 13-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა, აშშ კი წინააღმდეგი იყო.
აშშ-მა რეზოლუციას „დაუბალანსებელი" და „რეალობისგან მოწყვეტილი" უწოდა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ არ შეუძლია დაუჭიროს მხარი რეზოლუციას, რომელიც არ გმობს იმ საზარელ დანაშაულს, რომელიც „ჰამასმა" მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა შეერთებული შტატები ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ჯიუტი და ეგოისტური“ პოზიციის გამო დაადანაშაულა.
„ამ მშვიდი დიპლომატიის შედეგი არის პალესტინელი ბავშვების სასაფლაო", - განაცხადა მან.
გაეროში ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და ჯო ბაიდენს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე ვეტოს დადებისთვის.