გერმანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერის, 57 წლის ირის შტელცერის დანით დაჭრაში ეჭვმიტანელთა ძებნა შეწყვიტა.
ირის შტალცერზე დანით თავდასხმაში ერთადერთი ეჭვმიტანილი მისი 17 წლის ქალიშვილია, - განუცხადა მედიას პოლიციის წარმომადგენელმა ტინო შეფერმა.
57 წლის ირის შტალცერი, რომელიც ერთი კვირის წინ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდა ქალაქის მერე და მოვალეობის შესრულებას დღე-დღეზე უნდა შემდგარიყო, სიცოცხლისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც საკუთარ სახლში დანით 13 ჭრილობა მიაყენეს.  
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ირის შტელცერი საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს და პოლიციას ამის შესახებ მისმა ნაშვილებმა ბავშვებმა, 15 წლის ბიჭმა და 17 წლის ქალიშვილმა შეატყობინეს. 
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მერის ვერტმფრენით სასწრაფოში გადაიყვანეს, მცირე ხნის შემდეგ სახლიდან მისი 15წლის ბიჭი გამოიყვანეს და ის შემთხვევის ადგილიდან დაკითხვაზე წაიყვანეს ხელბორკილებით, კომბინეზონში გამოწყობილი, რაც, პოლიციის განმარტებით, მტკიცებულებების შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. 
თავდაპირველად, ყველა ვარაუდობდა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული იყო. თუმცა, გამომძიებლების წინასწარი დასკვნებით, საქმე სულ სხვანაირად გამოიყურება. რამდენიმე კვირით ადრე, 17 წლის ნაშვილებმა ქალიშვილი დედას თავს დაესხა. დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის შემთხვევა. ამ ინციდენტში ასევე ფიგურირებდა დანა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენაში 17 წლის ნაშვილები ქალიშვილია ეჭვმიტანილი. არც პოლიტიკური მოტივების  და არც სხვა დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ირის შტალცერი გათხოვილია. მას სხვა ბავშვები არ ჰყავს.
 
            
             
                         



