ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში პენსიონერთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტი ხდება, ფედერალურმა მთავრობამ საპენსიო რეფორმა წამოიწყო.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა შრომის მინისტრის ჰუბერტუს ჰეილის და ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის ერთობლივი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2039 წლამდე პენსიის დონე არ ჩამოსცდეს საშუალო ხელფასის 48%-ს.

გარდა ამისა, შემოღებული იქნება საფონდო პენსია, რომელიც მიზნად ისახავს 2030-იანი წლების შუა პერიოდიდან თაობათა ფონდიდან დაფინანსებული პროექტებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე საპენსიო დაზღვევაზე ტვირთის შემსუბუქებას.