გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ღაზას სექტორში ცეცხლის "დაუყოვნებლივ" შეწყვეტას, იტყობინება AFP.
"მე არ ვფიქრობ, რომ მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ან ხანგრძლივი პაუზის შესახებ - რაც იმავეს ნიშნავს - სწორია.
საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ ისრაელი "ჰამასს" (აშშ-ს და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებულ დაჯგუფებას) აღდგენის და ახალი რაკეტების მოპოვების შესაძლებლობას უტოვებს“, - თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერი "ჰუმანიტარული პაუზის" აღების მოწოდებით გამოდის.
შოლცის პოზიცია ეწინააღმდეგება არაბული ქვეყნების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოზიციებს. ერდოღანი მომავალ კვირას ბერლინში გერმანიის ლიდერს უნდა შეხვდეს.