ტრაგიკული შემთხვევა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, შტუტგართან ახლოს მდებარე ქალაქ ჰორბთან, მდინარე ნეკარზე, ხიდის მშენებლობის დროს მოხდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ფოლადის ბაგირი, რომლითაც გონდოლა იყო ჩამოკიდებული სამშენებლო ამწეზე გაწყდა და დიდი სიმაღლიდან დაენარცხა მიწას.
გონდოლაში მყოფი სამი მშენებელი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გონდოლა გადატვირთული არ იყო და სამი მშენებელი მას წესების დაცვით იყენებდა.
პოლონური პრესის ინფორმაციით, დაღუპული სამი მუშიდან ორი პოლონელია.