გასული კვირის განმავლობაში, გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების გარდა, გერმანულმა მხარემ უკრაინას Zetros-ის 16 სატვირთო მანქანა და საზღვრის პატრულირებისთვის ორი ავტომობილი გამოუყო.

შეერთებულმა შტატებმა პირველმა გამოაცხადა Patriot-ის სისტემის უკრაინისათვის გადაცემის შესახებ 2022 წლის დეკემბერში.

გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინას ასევე მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს.