ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი პირობას დებს, რომ ისრაელი განახორციელებს სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორში და ამბობს, რომ ეს იქნება ლეტალური თავდასხმა, ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
ისრაელის საზღვაო ძალებთან ერთად ღაზის სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გალანტმა განუცხადა ისრაელის საზღვაო ძალებს, რომ მათ უნდა განაგრძონ მზადყოფნა შეტევისთვის, რადგან ის აუცილებლად იქნება.
„ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებით. ეს იქნება სასიკვდილო შეტევა. ეს იქნება კომბინირებული თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. აკეთეთ თქვენი საქმე, მოემზადეთ, ჩვენ გამოგიძახებთ“, – განაცხადა გალანტმა.