გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელის და „ჰამასის" ომთან დაკავშირებით იორდანიის მიერ არაბული ქვეყნების სახელით მომზადებული და მთლიანობაში 50-მდე ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო, მხარეებს ღაზის სექტორში „მყისიერი, მდგრადი და გრძელვადიანი და ჰუმანიტარული დაზავებისკენ" მოუწოდებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ გაიზიარეს შესწორება „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმები უპირობოდ უარყოფის და დაგმობის შესახებ, რომელიც კანადის მიერ იქნა შეთავაზებული და რომლის თანაავტორიც 36 ქვეყანა გახდა.
რეზოლუციას ხმა მისცა 120 ქვეყანამ, წინააღმდეგ იყო 14 ქვეყანა, ხოლო 45 ქვეყანამ თავის შეიკავა.
ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ მისცეს ხმა:
ავსტრიამ, აშშ-მა, გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, პარაგვაიმ, ტონგამ, უნგრეთმა, ფიჯიმ, ჩეხეთმა, ხორვატიამ,
თავი შეიკავა: ალბანეთმა, ავსტრალიამ, ბულგარეთმა, გერმანიამ, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეთიოპიამ, ერაყმა, ესტონეთმა, ვანუატუმ, ზამბიამ, იაპონიამ, ინდოეთმა, ისლანდიამ, იტალიამ, კაბო-ვერდემ, კამერუნმა, კანადა, კვიპროსმა, კირიბატმა, კორეამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, მოლდოვამ, მონაკომ, ნიდერლანდებმა, პალაუმ, პანამამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, სან-მარინომ, საქართველომ, სერბეთმა, სლოვაკეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ჩრდილოეთ სუდანმა, ტუვალუმ, ტუნისმა, უკრაინამ, ურუგვაიმ, ფილიპინებმა, ფინეთმა, შვედეთმა, ჰაიტმა.
14 ქვეყნის დელეგაცია კენჭისყრის პროცესის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა/აზრი არ გამოხატავს. ეს ქვეყნებია:
ბენინი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, ესვატინი, ვენესუელა, თურქმენეთი, იამაიკა, კამბოჯა, ლიბერია, რუანდა, სამოა, სან-ტომე და პრინსიპი, სეიშელის კუნძულები, ტოგო.
კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსულმა ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე სირცხვილის დღედ იქცა.
ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაეროს არ აქვს იოტისოდენა ლეგიტიმაცია. გაერო მზად არის უზრუნველყოს შემდგომი სისასტიკე. ერების ოჯახის აზრით, ისრაელს არ აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. „ჰამასთან" არ იქნება მოლაპარაკებები და დისკუსიები.ისრაელი არ დაჯდება ჩუმად და არ მისცემს მათ უფლებას კვლავ ჩაიდინონ სისასტიკე. რეზოლუციაში არასოდეს არის ნახსენები „ჰამასი", თითქოს ომი თავისით დაიწყო, - თქვა მან.
გილად ერდანის თქმით, ყველამ, ვინც დაინტერესებულია ძალადობის პრევენციით, უნდა მოუწოდოს ჰამასს დაყაროს იარაღი, დანებდეს და დააბრუნოს ყველა მძევალი.
თუ ეს მოხდება, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ეს ბნელი დღეა გაეროსა და კაცობრიობისთვის. ისრაელი დაიცავს თავს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა „ჰამასის" შესაძლებლობების ამოსაძირკვად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად, - განაცხადა ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა.
კენჭისყრის პროცესამდე მიღწეული შეთანხმების თანახმად, რეზოლუცია მიღებულად ჩაითვლებოდა, თუ მას მხარს დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა 2/3 დაუჭერდა.
საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციის შესწორებას, რომელიც საბოლოოდ მიღებული არ იქნა, მხარი დაუჭირა, რეზოლუციის კენჭისყრის დროს კი თავი შეიკავა.