გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
გაერო ასევე ითხოვს „უწყვეტ, საკმარის და შეუფერხებელ“ მიწოდებას სასიცოცხლო მარაგებისა და სერვისებით ანკლავის შიგნით ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან ახალი ამბების ცნობით, ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაციები და გააძლიერა დაბომბვის კამპანია.
რეზოლუციას 120 ხმით მომხრე, 14 წინააღმდეგ ჰავდა - 45-მა თავი შეიკავა.
ეს არის გაეროს პირველი ოფიციალური პასუხი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის ესკალაციაზე 7 ოქტომბრის ჰამასის ტერაქტის შემდეგ, მას შემდეგ რაც უშიშროების საბჭომ ოთხჯერ ვერ მიაღწია კონსენსუსს რაიმე ქმედებებზე.