გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სუმზე სარაკეტო დარტყმით რუსეთმა ომის დანაშაული ჩაიდინა.
მერცის თქმით, ეს იყო "ვერაგი აქტი და ომის მძიმე დანაშაული, მიზანმიმართული და წინასწარ გათვლილი".
"თავდასხმის ორი ტალღა იყო და მეორე იმ დროს მოხდა, როდესაც სამაშველო პერსონალი დაშავებულებს ეხმარებოდა. ეს არის პასუხი, რომელსაც პუტინი აძლევს მათ, ვინც მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ელაპარაკება. ეს არის პასუხი, რომელსაც პუტინი აძლევს მათ, ვინ ცეცხლის შეწყვეტაზე ესაუბრება. ჩვენი მზაობა მასთან მოლაპარაკების წარმოებაზე ინტერპრეტირებულია არა როგორც სერიოზული წინადადება მშვიდობის დასამყარებლად, არამედ როგორც სისუსტე. არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი დადებითად უპასუხებს ამ სისუსტეს და სამშვიდობო წინადადებებს. რაღაც მომენტში მან უნდა აღიაროს ამ ომის უიმედობა, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას", - განაცხადა მომავალმა კანცლერმა.