ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ კობზარმა.
„რუსებმა ქალაქ სუმზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.