ასეთი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფიონ დერ ლაინმა ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ, ლანკასტერის სასახლესთან შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე გააკეთა

ევროპამ უნდა „გაზარდოს" თავდაცვის ხარჯები და შეაიარაღოს კიევი. „ჩვენ ყველა დავრწმუნდით, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების ხანგრძლივად გაზრდას“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი „სასწრაფოდ“ უნდა გადაიარაღდეს და დაეხმაროს უკრაინას გადაიქცეს „ფოლადის მაჩვზღარბად“, რომელიც „ძნელად მოსანელებელი იქნება მომავალი დამპყრობლებისთვის“, ისეთებისთვის, როგორიცაა რუსეთი,

„ჩვენ უნდა დავაყენოთ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში“. მას უნდა ჰქონდეს „განმტკიცებისა და გაძლიერების საშუალებები“ და შეეძლოს უზრუნველყოს თავისი „ეკონომიკური გადარჩენა და სამხედრო მდგრადობა“ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს საშუალებები, მისი თქმით, უნდა მოიცავდეს მოკავშირეების მუდმივ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას და უსაფრთხოების "ყოვლისმომცველ" გარანტიებს რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დასაცავად.