დღეს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.

დოკუმენტი რუსეთში უნგრეთი პრემიერის ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენდა და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.