ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.
როგორც კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ბელარუსი პასუხისმგებელია ომის დროს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანზე და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის ბავშვების საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანაზე.
კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, მიიღონ საერთაშორისო დონეზე ყველა საჭირო ზომა ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, ვინაიდან მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი.