ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია და მომავალ სესიაზე სიტყვით გამოსვლა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეს-რელიზშია აღნიშნული.

პრეზიდენტმა მეცოლამ, თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს ევროპარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

"საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ", - განაცხადა მეცოლამ და ევროკავშირს მოუწოდა გადამწყვეტი ზომები მიიღონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.