„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გამართულად ჩატარდა. ეს იყო დემოკრატიული არჩევნები. ამ არჩევნებს ჰყავდა მკაფიო გამარჯვებული. მე ვიყავი სადამკვირვებლო მისიის წევრი. მე ადგილზე ვიყავი არჩევნების დღეს. საერთოდ არ იყო რაღაც რეპრესიების შეგრძნება. ოპოზიციას აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა. - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

ეუთოს მისიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმე გვქონდა კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებთან. იყო რამდენიმე ინციდენტი, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა არჩევნების მთლიანობაზე. ქართველები ჭკვიანი ხალხია. მათ არ სურთ თავიანთი ქვეყნის ომში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ დაემორჩილონ ბრიუსელის „ცისარტყელის“ დღის წესრიგს. პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ გადაწყვეტილებას. პატივი ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან“, - აღნიშნა მან.

თარგმანი "იმედი"