ევროპარლამენტარ მალგორჟატა გოშევსკა საქართველოს მიმართვას. ვიდეო მიმართვას მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თარგმანით აქვეყნებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"ახლა ვიმყოფებით ვარშავის აჯანყების მუზეუმის გვერდით მდებარე თავისუფლების პარკში. სწორედ აქ, საქართველოზე რუსეთის აგრესიამდე ერთი წლით ადრე, ორმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ და მიხეილ სააკაშვილმა გახსნეს ძეგლი, რომელიც გამოხატავს პატივისცემას პოლონეთის ჯარში მსახური ქართველი საკონტრაქტო ოფიცრების მიმართ.

ქართველი ოფიცრები პოლონეთმა მოიწვია მაშინ, როდესაც საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, შემდგომ სწორედ ეს ოფიცრები იბრძოდნენ პოლონეთის თავისუფლებისათვის. ისინი დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ფრონტებზე, ასევე კატინში პოლონელ ოფიცრებთან ერთად. ყოველწლიურად ყვავილებით ვამკობ ქართველი ოფიცრების ხსოვნის ძეგლს და სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ერს ამ დრამატული ომის წლისთავზე

.ჩემო ქართველო მეგობრებო, გისურვებთ დაიბრუნოთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და დაუბრუნდეთ თქვენს მიწებს. ასევე გისურვებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში, დემოკრატიის დაბრუნებას საქართველოში.

აღადგინეთ და გაათავისუფლეთ საქართველო ივანიშვილისა და მისი ბანდის კლანჭებისგან.ქართველებო, მე მჯერა თქვენი! " - აცხადებს ევროპარლამენტარი მალგორჟატა გოშევსკა ვიდეო მიმართვაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს.