ევროკავშირის ქვეყნებმა „ჰამასის“ ორი მეთაური ტერორისტების სიაში შეიყვანეს. Reuters-ის ცნობით, ესენი არიან „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური გენერალი მუჰამად დეიფი და მისი მოადგილე მარვან ისა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ორ პირს გაეყინება ყოველგვარი ფინანსური აქტივები და ევროკავშირის ყოველნაირ ობიექტს ეკრძალება მათთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.

"ჰამასი" 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელში და თავს დაესხა ღაზას სექტორთან საზღვრისპირა დასახელებებს. ამ ოპერაციის დროს 1200 პირი დაიღუპა, 240 მძევლად გაიტაცეს. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის არმია ბომბავს ღაზას სექტორს. ღაზას ცნობით, ისრაელის არმიის ოპერაციას დღემდე 17000 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.