ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ, ევროკავშირი დამატებით შემაკავებელ ზომებს იღებს- ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 18 ფიზიკურ პირს და 19 სუბიექტს.

ესენი არიან პირები, რომლებიც ექვემდებარებიან შემაკავებელ ზომებს ირანში არსებული ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის კონტექსტში.

განცხადების თანახმად, სანქციები განპირობებულია მათი როლით არაძალადობრივი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში. აქციები, რომელიც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

სიაში არიან მთავრობისა და ირანის პარლამენტის (მეჯლესი) წევრები, პოლიტიკური სუბიექტები და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ირანის უსაფრთხოების ძალების მაღალი რანგის წევრები, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრები.

შეზღუდვის ზომები ახლა სულ 164 ფიზიკურ და 31 სუბიექტზე ვრცელდება. ისინი მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას, სახსრების ან ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

ასევე იკრძალება ირანში ისეთი ტექნიკის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შიდა რეპრესიებისთვის, და ტექნიკის სატელეკომუნიკაციო მონიტორინგისთვის.