საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,41 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,59 პროცენტი წინააღმდეგია.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: "უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?"
ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – "დიახ" და "არა".