ერევნის საქალაქო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე არმინე მელიქსეტიანმა,  დღეს, 3 ოქტომბერს, მთავარეპისკოპოს მიქაელის წინააღმდეგ განაჩენი გამოაცხადა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პროკურორმა მთავარეპისკოპოს მიქაელისთვის ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის შუამდგომლობა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი მიქაელ აჯაპაიანი ბრალდებულია ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯაროდ მოწოდებაში. ქმედებები, რომლებშიც მას ბრალი ედება, წელიწად-ნახევრის წინ ჩაიდინა.