აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა.
ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბულია.
ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შეერთებული შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების გამოჩენამ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაამწვავა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახლა მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა.
ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა მაღალჩინოსნებს.
ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში.