აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ყურადღებით ადევნებს თვალს პუტინის გადაწყვეტილებას ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე და ამბობს, რომ შტატები ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.
ენტონი ბლინკენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მზად არის დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.
„რაც შეეხება თავად ბელარუსს - ეს არის ლუკაშენკოს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული არჩევანის კიდევ ერთი მაგალითი, ქვეყნის სუვერენიტეტის კონტროლის დათმობა ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ბლინკენმა.