აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინელების მკვლელობაში ეხმარება, ბირთვულ იარაღს ვერასდროს მიიღებს.
მისივე თქმით, ამისთვის ვაშინგტონი მზადაა, გამოიყენოს დიპლომატიური გზები ეკონომიკურ ზეწოლასთან ერთად.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ისრაელის დასაცავად აშშ-ის ვალდებულებები ურყევია და ირანის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას.
"ირანი ახორციელებს აგრესიას მთელ რეგიონში და მის საზღვრებს მიღმა, კერძოდ, რუსეთის არმიას უპილოტო საფრენი აპარატებით უზრუნველყოფს, რომლებსაც იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ამის სანაცვლოდ რუსეთი ირანს აწვდის მაღალტექნოლოგიურ იარაღს", – განაცხადა ბლინკენმა.