აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა. ის „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხებს.
ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა, თურქეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად და ამ მიმართულებით ოპტიმისტური გზავნილები გააკეთა.