აშშ–ის სენატის ასიგნებების კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დემონსტრანტებმა გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
"გადაარჩინეთ ღაზაში ბავშვები", "შეწყვიტეთ ცეცხლი" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
მოსმენაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. სენატში თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.