საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება, კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ამჟამად ჩვენ განვიცდით გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს, რომელიც სავსეა რისკებით. საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2020 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, რადგან საფრანგეთის კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას.
მისივე თქმით, შემაკავებელი ელემენტი უნდა გაძლიერდეს და ახალი გამოწვევების აღიარებით, საფრანგეთს მოუწევს თავისი ბირთვული არსენალის გაზრდა.









