"პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი" - ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადება, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

"უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები.... პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს" - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას.

შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, "მსურველთა კოალიციამ" მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან. ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.