ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.
„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, დღეს საღამოს მონაწილეობა მივიღე ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში. შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებს, რათა დავასრულოთ თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილი“, – წერს ემანუელ მაკრონი.
Along with several other European leaders, I took part this evening in an exchange with Presidents @ZelenskyyUa and @realDonaldTrump. I then spoke with President Zelensky.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 29, 2025
We are making progress on the security guarantees that will be central to building a just and lasting…









