საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ ქვეყანა ახალ, უფრო დიდ და თანამედროვე ავიამზიდს ააგებს, რომელიც მოძველებულ "შარლ დე გოლის" ავიამზიდს ჩაანაცვლებს და საფრანგეთის საზღვაო ძალას გააძლიერებს.

პროექტი "ახალი თაობის ავიამზიდის" სახელით არის ცნობილი და მისი ღირებულება €10 მილიარდს აღემატება.

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, "ახალი თაობის ავიამზიდი" ევროპაში აგებული ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი იქნება და ის ბირთვულ ძრავაზე იმუშავებს.

"ახალი ავიამზიდის მშენებლობის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას მივიღეთ," თქვა მაკრონმა აბუ-დაბიში მდებარე ფრანგულ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას. "პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საფრანგეთის სამრეწველო პოტენციალს," დაამატა მან.

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ახალი ავიამზიდი მზად 2038 წლისთვის იქნება. მთავრობის მიხედვით, ბირთვული ძრავის კომპონენტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.