ელისეის სასახლეს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება.

უკრაინა თანხას 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.

საუბარია აშშ-ს წინადადებაზე, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტის გადაცემას ითვალისწინებს და თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან დაიფარება.