პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა თვლის, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობით, უკრაინას არ ძალუძს ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების დახმარების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს. თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.
"საკითხავია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი იარაღი, რომ შეცვალოს ომის ბალანსი? და პასუხია ალბათ - არა. მათ ნამდვილად არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ ახლა მათ არ შეუძლიათ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევის განახორციელებდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევაში წინსვლა აქვთ, მაგრამ პროგნოზირებს, რომ ეს რთული და ხანგრძლივი ბრძოლა იქნება.
CNN-ის ცნობით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დასავლელი ოფიციალური პირები ნაკლებად ელიან უკრაინის თავდაცვის ძალების დიდ წარმატებას.