აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების დაპაუზება თითქმის მოხსნილია.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სურს გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინას რაიმეს გაკეთებისკენ სერიოზულად უბიძგოს".
უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუწყდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იკამათეს და "იშვიათი მინერალების" შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესებას, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს.
"ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ. ვფიქრობ, ამ კვირას დიდ პროგრესს მივაღწევთ", - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 11 მარტს მხარეებს შორის ურთიერთობების გამოსწორების მიზნით საუდის არაბეთში შეხვდებიან.