შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უკრძალავს, რაც, ექსპერტების აზრით, მისი პირველი ვადის დროს შემოღებული საკამათო „მუსლიმური აკრძალვის“ პოლიტიკის აღორძინებას წარმოადგენს.
დონალდ ტრამპის ხელმოწერილი განკარგულება შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს ავღანეთის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ირანი, კონგოს რესპუბლიკის, ლიბიის, მიანმარის, სომალის, სუდანის, იემენის, ჩადის და ჰაიტის მოქალაქეებს.
აკრძალვის გარდა გაძლიერდება შეზღუდვები ვიზიტორებისთვის ბურუნდიდან, თურქმენეთიდან, ვენესუელიდან, კუბიდან, ლაოსიდან, სიერა ლეონედან, ტოგოდან.
ტრამპის თქმით, ის ვალდებულია მიიღოს ზომები „შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“.