აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის უკრაინის მიერ მოსკოვის დაბომბვის წინააღმდეგია.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, უნდა იყო თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი "აგრესიული" და უნდა გასცეს თუ არა მოსკოვში ან რუსეთის სიღრმეში დარტყმის ბრძანება, ტრამპმა უპასუხა: "არა, მან არ უნდა დაბომბოს მოსკოვი".

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უარყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გაგზავნის გეგმა: "არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ".

გარდა ამისა, ტრამპმა კითხვაზე, არის თუ არა ახლა უფრო მეტად უკრაინის მხარეზე, უპასუხა: "მე არავის მხარეს ვარ. მე ვარ კაცობრიობის მხარეს, რადგან მსურს, რომ მკვლელობები დასრულდეს".