რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთს 50 დღეს აძლევს უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრ მეორად სანქციებს დააწესებს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჭეშმარიტად გვსურს გავიგოთ, რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.