დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტური კომუნიკატორია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი გახდება.
ასევე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას სტივენ ჩუნი დაიკავებს, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო.