დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმპორტირებულ სმარტფონებსა და კომპიუტერებს გაზრდილი ტარიფი აღარ დაეკისრება - გამონაკლისი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასაც შეეხება.
გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ასევე მოიცავს სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და მათ კომპონენტებს, მათ შორის, მზის ელემენტებსა და მეხსიერების ბარათებს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ დროებითი შეღავათი კომპანიებს საშუალებას მისცემს, წარმოება ჩინეთიდან აშშ-ში გადაიტანონ.