ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ჩამოართვა. სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტები ახლა სხვა უნივერსიტეტებში უნდა გადავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგალურ სტატუსს დაკარგავენ.  ინფორმაციას Reuters ავრხცელებს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა თავის დეპარტამენტს უბრძანა, შეწყვიტოს ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიცირება ამ პროგრამისთვის.

მან უნივერსიტეტი "ძალადობის წაქეზებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.

"უნივერსიტეტებისთვის ეს პრივილეგიაა და არა უფლება, მიიღონ უცხოელი სტუდენტები და დააწესონ უფრო მაღალი სწავლის საფასური, რათა ხელი შეუწყონ მათი მრავალმილიარდიანი ფონდების გაძლიერებას," - განაცხადა ნოემმა.