აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა, მას, ფაქტობრივად, კომპლიმენტი უთხრა.
„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან განაცხადა, რომ ჩემს თავს ჯო ბაიდენი ურჩევნია პრეზიდენტად. ეს არის კომპლიმენტი, რა თქმა უნდა, მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთისთვის აშშ-ში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის.