„სი-ენ-ენის" ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება სამხრეთ კაროლინის ქალაქ კონვეიში, წინასაარჩევნო მიტინგზე გააკეთა.
ნატო დაშლილი იყო, სანამ მოვიდოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს, - თქვა დონალდ ტრამპმა და გაიხსენა ნატოში გამართული შეხვედრა.
მე ვთქვი, რომ შეერთებული შტატები, ჩემი ხელმძღვანელობით, არ დაიცავს არცერთ ქვეყანას, რომელიც „წესებს დაარღვევს". ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც იკითხა, გადაუხდელობის მიუხედავად, დავიცავდით თუ არა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ვუთხარი, რომ არათუ დავიცავდი, არამედ წავახალისებდი თავდამსხმელს, ემოქმედა ისე, როგორც მოისურვებდა, - განაცხადა ტრამპმა.