„ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დონორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით დონალდ ტრამპი ხშირად ხვდება მდიდარ ადამიანებს და მათ მის სასარგებლოდ შემოწირულებების გაკეთების სანაცვლოდ მომავალში, გადასახადების პირდაპირ შემცირებას ან შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
გამოცემის თანახმად, პოტენციურ სპონსორებთან შეხვედრისას ტრამპი ხშირად საგარეო პოლიტიკის შესახებაც საუბრობს და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მან თქვა, რომ დაბომბავდა მოსკოვს და პეკინს, თუ რუსეთი უკრაინაში ან ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა.