ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს რომ მინეაპოლისის მერს ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, თეთრი სახლის საზღვრის კოორდინატორი ჯეიკობ ფრეისს დისკუსიის გასაგრძელებლად შეხვდება.
"ახლახან, ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა მინეაპოლისის მერ ჯეიკობ ფრეისთან. დიდი პროგრესია მიღწეული! ტომ ჰომანი ხვალ შეხვდება მას დისკუსიის გასაგრძელებლად", - წერს ტრამპი.








