აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.

ლიდერების შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად. მათივე ცნობით, ტრამპმა ბოლო დროს ნეთანიაჰუზე ზეწოლა გააძლიერა და პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.

დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრის წინ, ისრაელელი მძევლების ოჯახებმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს.

"მადლიერები ვართ და დამოკიდებულები ვართ თქვენს ძალაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ძალაზე. თქვენი ორმაგი ფოკუსი ომის დასრულებასა და 48 მძევლის სახლში დაბრუნებაზე მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ გაფართოებულ ომს, რომელსაც ისრაელი ამჟამად აწარმოებს. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ კონტრასტის მიუხედავად თქვენი რწმენის თამამად შენარჩუნებისთვის. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, არ გაჩერდეთ. ჩვენ გვჭირდებით. ჩვენს 48 საყვარელ ადამიანს – ჩვენს მამებს, და-ძმებს, შვილებს – თქვენ სჭირდებით. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში", - აცხადებენ მძევლების ოჯახების წევრები.