ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინ ათობით დელეგატმა დარბაზი სტვენის ფონზე დატოვა, დარბაზში დარჩენილები კი მას ტაშით შეეგებნენ.
გაეროში გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩამოთვალა ისრაელის გამარჯვებები „ჰამასის“ მებრძოლებზე, ირანსა და მათ მხარდამჭერებზე, რითაც მსოფლიოს შეახსენა „ჰამასის“ ქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც დაჯგუფებამ მოკლა უდანაშაულო ადამიანები და მძევლები აიყვანა, რომელთაგან 48, ისრაელის შეფასებით, ღაზის სექტორში რჩება.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა „გაანადგურა“ ირანის ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები. ისრაელმა „დაარტყა“ ჰუსიტებს, „გაანადგურა „ჰამასის“ უმეტესი ნაწილი“ და „სერიოზული ზიანი მიაყენა“ „ჰეზბოლას“. ისრაელმა „აღმოფხვრა ირანის მიერ მისი ქვეყნისთვის შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხე“.
მან დელეგატებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ გონების სიცხადე, დარჩნენ ფხიზლად და არ მისცენ ირანს საშუალება, აღადგინოს თავისი ბირთვული შესაძლებლობები“.
„ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა განადგურდეს“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „მსოფლიოს უმეტეს ნაწილს 7 ოქტომბერი აღარ ახსოვს. მაგრამ ჩვენ გვახსოვს“,
„ჩვენ ერთი წამითაც არ დაგვიწყია თქვენი თავი“, - ებრაულ ენაზე მიმართა პრემიერმა ღაზაში მყოფ მძევლებს, რომლების, გამომდინარე იქიდან, რომ ნეთანიაჰუს გაეროში გამოსვლა ღაზის მიმართულებით დინამიკებით გადაიცემოდა, შესაძლოა, ისმენდნენ კიდევაც მის სიტყვებს.
ნეთანიაჰუმ გაეროს ტრიბუნიდან დასავლეთის ქვეყნებს უსაყვედურა პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისთვის.
ამ კვირაში საფრანგეთის, ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა უპირობოდ აღიარეს პალესტინის სახელმწიფო. მათ ეს გააკეთეს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი საშინელებების შემდეგ - საშინელებების, რომელიც იმ დღეს პალესტინის მოსახლეობის თითქმის 90%-მა აღნიშნა. „ბევრი ლიდერი, რომელიც საჯაროდ გმობს ისრაელს, დახურულ კარს მიღმა მადლობას გვიხდის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის მხარდაჭერის ნაცვლად „ბოროტების დამშვიდებაში“ მსოფლიო ლიდერების დადანაშაულების დროს.
ნეთანიაჰუმ თქმით, ისრაელი ისტორიაში ნებისმიერ არმიაზე მეტ ზომას იღებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად.
„ეხვეწება თუ არა გენოციდის ჩამდენი ქვეყანა იმ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც, სავარაუდოდ, დევნის, დააღწიოს თავი საფრთხეს?“ - იკითხა მან და აღნიშნა, რომ ისრაელმა „მილიონობით ბროშურა დაყარა, მილიონობით ტექსტური შეტყობინება გაგზავნა და უამრავი სატელეფონო ზარი განახორციელა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღაზიდან წასვლისკენ მოწოდებით“.
ისრაელმა „რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს სამუშაო ღაზაში“, ქალაქში, სადაც „„ჰამასის“ უკანასკნელი ნარჩენები ღაზას ქალაქში იმალებიან“.
ნეთანიაჰუმ მძევლებს აღუთქვა, რომ არ მოისვენებდა მანამ, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდებოდა, „ჰამასს" კი იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
„დაყარეთ იარაღი. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ... თუ ასე მოიქცევით, გადარჩებით. თუ არა, ისრაელი თქვენზე ნადირობას დაიწყებს“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.